თემა: სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი
„კეისრის მაგისტროსი“
გაკვეთილის მიზანი:
-სულხან-საბა ორბელიანის
„კეისრის მაგისტროსი“- ანალიზი
-ნაწარმოების სათაურის
გააზრება, სტრუქტურულ თავისებურებებზე მსჯელობა
-ერთ თემაზე შექმნილი
ნაწარმოებების შედარების უნარ-ჩვევების განვითარებაზე მუშაობა.
აქტივობები:
-ტექსტის წაკითხვა-კომენტირება.
-მსგავს თემაზე
დაწერილი ნაწარმოებების გახსენება და პარალელების გავლება.
-ლექსიკონზე მუშაობა.
გაკვეთილის მსვლელობა:
აქტივობა I
-5 წუთი
-პროვოცირების მიზნით
დავსვამ სახელმძღვანელოში მოცემულ კითხვებს:
ა. რა არის იგავის
მთავარი თემა?
ბ. როგორ ფიქრობთ,
შეიძლება თუ არა პარალელი გავავლოთ ნასწავლ იგავებთან?
აქტივობა II - ჯგუფური მუშაობა -10 წუთი
-ტექსტის წაკითხვა-კომენტირება.
-იგავ-არაკის გახსენება,
პარალელების გავლება.
(ასოციაციური კავშირების
რუკის გამოყენება)
-მთავარი თემისა
და დედააზრის გამოკვეთა.
აქტივობა III-პრეზენტაცია- 15 წუთი
-ჯგუფების მიერ
შესრულებული დავალებების პრეზენტაცია; ნამუშევრების წარმოდგენა.
აქტივობა IV
– 10 წუთი
-კლასის მიერ დასმულ
კითხვებზე პრეზენტატორთა პასუხები
-შეფასება 5 წუთი.
Комментариев нет:
Отправить комментарий