среда, 19 ноября 2014 г.

ჰენრი დევიდ თორო-კითხვა(ნაწყვეტი)

გაკვეთილის თემა
ჰენრი დევიდ თორო-კითხვა(ნაწყვეტი)
საგანი
მასწავლებელი
ქართული ენა და ლიტერატურა
ზაირა ცხადაია
სწავლების საფეხური
მოსწავლეთა პროფილი
მე-8 კლასი, 29 მოსწავლე
აქტუალობა
წიგნიერების პრობლემები დღეს აქტუალურია. ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია ნაკლები სიყვარული წიგნისა, გაუცნობიერება იმისა, თუ რა შეუძლიათ წიგნებს, წიგნიერების დონე საქართველოში სავალალოა.
სასწავლო მიზნები
მოსალოდნელი შედეგები
ქართ.VIII. 5.8
მოსწავლეები სიღრმისეულად გაიაზრებენ თუ ვინ არიან კლასიკოსები; კლასიკოსების შესწავლაზე უარის თქმა იგივეა, რაც ბუნების შესწავლაზე უარის თქმა.
რას ნიშნავს ნამდვილი კითხვა; ავტორის აზრით, რა განსხვავებაა ორატორსა და მწერალს შორის; რა შედარება მოჰყავს მას ზეპირ და დაწერილ სიტყვას შორის; როგორია ავტორის ენა და ნაწარმოების დედააზრი.
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან ნაწარმოებში დასმული პრობლემები, მათი გადაჭრის გზები, მათთვის საყვარელი მწერლები და პერსონაჟები, როგორ კითხულობენ წიგნებს, რა არის მათთვის წიგნი?
გაკვეთილის მსვლელობა
საკლასო მენეჯმენტი
ცოდნის რეალიზება
A ფაზა- მოლოდინების განსაზღვრა/გამოწვევა 5 წუთი
აქტივობა. 1. გონებრივი იერიში
დაფაზე გაკრულია “შეკითხვების დაფა“-ორი განყოფილებით შეკითხვები, ვინ არის მზად უპასუხოს?
B ფაზა- ცოდნის რეალიზება-15 წუთი
აქტივობა 2. მოსწავლეები შეავსებენ შეკითხვების დაფას, იმ საკითხებს, რომლებიც მათთვის ბუნდოვანია,რა არ იციან.
C ფაზა- გამთლიანება-რეფლექსია 20 წუთი
აქტივობა 3. მოსწავლეები პასუხობენ დასმულ კითხვებზე.
შეჯამება- 5 წუთი
შეფასება და თვითშეფასება
კითხვა-პასუხები
საწავლო რესურსები
ჰენრი დევიდ თოროს-კითხვა(ნაწყვეტი)
სქემა, ფერადი ფურცლები, მარკერები

четверг, 6 ноября 2014 г.

სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი „კეისრის მაგისტროსი“

თემა: სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი
„კეისრის მაგისტროსი“

გაკვეთილის მიზანი:
-სულხან-საბა ორბელიანის „კეისრის მაგისტროსი“- ანალიზი
-ნაწარმოების სათაურის გააზრება, სტრუქტურულ თავისებურებებზე მსჯელობა
-ერთ თემაზე შექმნილი ნაწარმოებების შედარების უნარ-ჩვევების განვითარებაზე მუშაობა.
აქტივობები:
-ტექსტის წაკითხვა-კომენტირება.
-მსგავს თემაზე დაწერილი ნაწარმოებების გახსენება და პარალელების გავლება.
-ლექსიკონზე მუშაობა.
გაკვეთილის მსვლელობა:
აქტივობა I -5 წუთი
-პროვოცირების მიზნით დავსვამ სახელმძღვანელოში მოცემულ კითხვებს:
ა. რა არის იგავის მთავარი თემა?
ბ. როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა პარალელი გავავლოთ ნასწავლ იგავებთან?

აქტივობა II - ჯგუფური მუშაობა -10 წუთი
-ტექსტის წაკითხვა-კომენტირება.
-იგავ-არაკის გახსენება, პარალელების გავლება.
(ასოციაციური კავშირების რუკის გამოყენება)
-მთავარი თემისა და დედააზრის გამოკვეთა.
აქტივობა III-პრეზენტაცია- 15 წუთი
-ჯგუფების მიერ შესრულებული დავალებების პრეზენტაცია; ნამუშევრების წარმოდგენა.
აქტივობა IV – 10 წუთი
-კლასის მიერ დასმულ კითხვებზე პრეზენტატორთა პასუხები
-შეფასება 5 წუთი.