გაკვეთილის
თემა
|
“კოდალა”
|
საგანი/ინტეგრირებული საგნები;
მასწავლებლის/მასწავლებლების სახელი გვარი
|
ქართული
:ზაირა ცხადაია,
ბიოლოგია: ქეთევან გაბისონია
|
სწავლების საფეხური/მოსწავლეთა პროფილი
|
მე-
9 კლასი; 20 მოსწავლე; კლასში
არ არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე
|
აქტუალობა
|
დაპირისპირებულების მარადიული ბრძოლა
, ავისა და კარგის გარჩევა. ეკოლოგიური პრობლემები რომლის ერთ-ერთი მიზეზი არის თანასაზოგადოებაში
არსებული ურთიერთობების არ ცოდნა.
|
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი
შედეგები
|
ქართ.
IX .6 ბიოლ.IX.8; ბიოლ.IX.8.8 გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ გაიგონ და გააანალიზონ წაკითხული ტექსტი.
აღწერონ
ეკოსისტემაში ორგანიზმების თანაარსებობის ფორმები და იმსჯელონ ორგანიზმების ურთიერთქმედების როლზე ეკოსისტემის სტაბილურობის
შენარჩუნებაში.
აღწერის, დაკვირვების, მონაცემთა ინტერპრეტაციის
, ჰიპოტეზის გამოთქმის, პრეზენტაციის უნარ-ჩვევის განვითარება
|
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
|
ნაწარმოების
მთავარი თემისა და დედააზრის გამოყოფა .კვება, კვებითი ჯაჭვები, ეკოსისტემა.
|
გაკვეთილის მსვლელობა /საკლასო
მენეჯმენტი
|
AA
ფაზა
მოლოდინების განსაზღვრა /გამოწვევა 15 15წთ.
აქტივობა
1. გონებრივი იერიში
გაკვეთილი იწყება ბიოლოგიის მასწავლებლის მიერ შექმნილი სლაი-შოუს
„ურთიერთობანი ორგანიზმებს შორის თანასაზოგადოებაში“ ჩვენებით
(http://slide.ly/view/a5d20f36c70c0775c247572d301ec075)
ამის
შემდეგ ბიოლოგის მასწავლებელი სვამს შეკითხვას:
ამის შემდეგ ბიოლოგის მასწავლებელი სვამს შეკითხვას:
ჩამოვთვალოთ ორგანიზმთა ურთიერთობი ფორმები რომლებიც შეგვხვდა სლაიდ შოუში და მოვიყვანოთ შესაბამისი
მაგალითი.
ქართულის
მასწავლებელი: თქვენს მიერ დასახელებული რომელიმე ცოცხალი ორგანიზმი ხომ არ ასოცირდება თქვენთვის ცნობილ ნაწარმოებთან? მოსწავლეთა პასუხებით ივსება
ასოციაციური კავშირების რუკა “ ბიოტური კავშირები მხატვრულ ლიტერატურაში ”.
B ფაზა
ცოდნის კონსტრუირება/შინაარსის რეალიზება 30წთ.
აქტივობა2.
კლასი იყოფა ოთხ ჯგუფად . თითოეულ
მოსწავლეს ურიგდება ვაჟა-ფშაველას მოთხრობა „კოდალა“ და ეძლევთ ინსტრუქციას: ინდივიდუალურად
წაიკითხონ მოთხრობა კოდალა, დავალების ეფექტურად შესრულებისთვის ჯგუფში
გადანაწილდნენ „მხატვრებად“, „ლიტერატორებად“ და
„ბიოლოგებად“ .
მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებსშევახსენებთ ჯგუფური
მუშაობის წესებს.
დავალება
: I. შეასრულეთ ნახატი ნაწარმოების მიხედვით;
II.
შეავსეთ ფლიპჩარტზე მოცემული “ამბის პირამიდა”:
1.მთავარი გმირი
2. ორი სიტყვა, რომელიც ახასიათებს
მთავარ გმირს
3. სამი სიტყვა, რომელიც აღწერს
გარემოებას
4. ოთხი სიტყვა, რომლებითაც აღიწერება
პრობლემა(ნაწარმოების მტავარი იდეა)
5. ხუთი სიტყვა , რომელებიც აღწერს
პირველ მოვლენას.
6. ექვსი სიტყვა, რომელებიც აღწერს
მეორე მოვლებას.
7. შვიდი სიტყვა, რომელებიც აღწერს
მესამე მოვლებას.
8. რვა სიტყვა, რომელიც გამოხატავს
პრობლემის შეჯამებას.
III.
ნაწარმოების მიხედვით შეავსეთ სქემა: “ ტყის
ეკოსისტემა“:
1. ეკოსისტემის რომელი კომპონენტები გვხვდება
ნაწარმოებში?
2. „კოდალას“ ტყის ბინადრები გადაანაწილეთ სქემაში:
პროდუცენტი, კონსუმენტი , რედუცენტი.
3. ნაწარმოებში, ეკოსისტემაში ორგანიზმთა
თანაარსებობის რომელი ფორმები გვხვდება?
(ტექსტში მონიშნეთ შესაბამისი ადგილები
და მოიყვანეთ ამ თანაარსებობის დამადასტურებელი
მაგალითი)
4.. თქვენი აზრით რატომ დადგნენ „ტყის მცხოვრები
ფეხზე“?
4. რა მოხდებოდა თუ კოდალას „ოცნება“
აუხდებოდა?
II
გაკვეთილი
C
ფაზა გამთლიანება/რეფლექსია
აქტივობა
1. პრეზენტაცია 35 წთ
მოსწავლეები ახდენენ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციას,
სხვა ჯგუფები არიან აქტიური
მსმენლები და შეუძლიათ დაუსვან კითხვა პრეზენტატორს დავალებიდან გამომდინარე.
საშინაო დავალება (3 წთ).
დაწერეთ ესე
: ქართული- „ტყის წუხილი“;
ბიოლოგია: „ტყეო, გახმი და გაშავდი!“
მოსწავლეთა თვითშეფასება (3წთ);
მასწავლებლის შეფასება (4წთ)
|
შეფასება და თვითშეფასება
|
პრეზენტაცია .კოლეგების შეფასება. მოსწავლეთა
თვითშეფასება წინასწარ შედგენილი
რუბრუკებით.
|
სასწავლო რესურსები
|
ვაჟა-ფშაველას
მოთხრობა „კოდალა“, ფერადი ფურცლები, მარკერი, ფლიპჩარტი,
კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი.
|
среда, 7 мая 2014 г.
“კოდალა”
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий