გაკვეთილის მიზანი:
·
ტექსტზე დაყრდნობით პერსონაჟთა დახასიათების,მწერლის სათქმელის
ამოცნობის უნარ-ჩვევების განვითარება.
·
მხატვრული
საშუალებებისა და ენობრივი კონსტრუქციების სწორად გადმოცემის უნარ-ჩვევების განვითარება.
აქტივობები:
·
ნასწავლი მასალის შეჯამება /ანალიზი/
·
პრეზენტაცია
·
პრეზენტატორების შეფასება - თვითშეფასება
·
განმსაზღვრელი შეფასება
გაკვეთილის მსვლელობა:
აქტივობა I /დრო-5 წთ/
მონაწილეობს მთელი კლასი
დავსვამ კითხვებს:
·
რაზე მიგვანიშნებს ავტორის სიტყვა „ფიქრები“,რომელსაც
ხშირად იმეორებს ნაწარმოებში?
·
გაიხსენეთ თქვენთვის
საინტერესო ეპიზოდები ნოდარ დუმბაძის ცხოვრებიდან.
აქტივობა II
ჯგუფური მუშაობა 10 წთ
·
ჯგუფის წევრებს დაურიგდებათ კითხვები,შეაჯამებენ ნასწავლ
მასალას;შეასრულებენ გრამატიკულ წერით დავალებებს.
ჯგუფი #1
-როგორ ფიქრობთ,რაიყო ბიჭის სევდის მიზეზი,გადმოეცით მისი შორეული ფიქრები?
-გამოკვეთეთ რას საყვედურობს ბებია შვილიშვილს,რაში არწმუნებს იგი ქიშვარდი
ბაბუას?
-იულიას აზრით,რის საფუძველზე შეიძლება გამოსწორებულიყო შვილიშვილი და
რას ფიქრობს ცაცხვის ძირში მდგომი ბიჭი?
-რა აწუხებს ყველაზე ძალიან ბაბუას?
ჯგუფი #2
-რას ფიქრობდა ინტაბუეთის გზაზე მიმავალი ბიჭი?
-იგრძნო თუ არა შვილიშვილის ფიქრები ბაბუამ?
-„უნდა მიეჩვიო აწი,ბაბუა,ფიქრს,დროა!“-თქვა მოხუცმა-რაზე მიგვანიშნებს
ეს სიტყვები?
-„ბიჭი კვლავ კისერში გრძელთოკჩაბმულ ბოჩოლასავით აედევნა უკან“-რატომ
მოყავს შედარების ეს მაგალითი ავტორს?
ჯგუფი #3
-ახსოვდა თუ არა ბიჭის დედა,გადმოეცით მისი ფიქრები:“როგორ დაბერებულა
ამ ერთ წელიწადში....“
-რა მიზნით და რა დროში მოაკითხა ბებიამ შვილიშვილს,რა იყო ის დიდი გრძნობა,
რისი მიზეზითაც მოინახულებს ბებია ბიჭს?
-რა აწუხებს ყველაზე ძალიან ბაბუას?
ჯგუფი #4
-ავტორი ამბობს:“....ეს არიყო მიღება-ჩაბარების აქტი,ეს იყო ბიჭის გამო
ადუღებული ორი სისხლის ჭიდილი და ორი გულის ქვითინი...“
განმარტეთ(გააანალიზეთ)რას ნიშნავს ეს სიტყვები?
-ჩამოაყალიბეთ ბაბუას გადაწყვეტილება
-ვის ნერგს უწოდებს ბებია შვილიშვილს,როგორ გესმით სიტყვა “ნერგო“?
-გადმოეცით ბაბუას განცდა
ჯგუფი #5
-მარტო დარჩენილი მოხუცი ღრმა ფიქრებში იყო.რას ფიქრობდა იგი როცა კარი
შემოაღო შვილიშვილმა?
-შუაღამისას შვილიშვილი ბაბუასან დაწვა,კედლისკენ მიბრუნებულ ბაბუას ზურგზე
მიეკრო.“რა ცივია საწყალი ბაბუა“-გაიფიქრა შვილიშვილმა,“რა თბილია ეს მამაძაღლი“-გაიფიქრა
ბაბუამ?
-ბაბუას აზრით, რამ მოიყვანა შვილიშვილი?
-რატომ ამბობს ავტორი:“მხოლოდ სისხლი ლაპარაკობდა და ფიქრობდა,ხოლო რას
ლაპარაკობდა და რას ფიქრობდა სისხლი,ღმერთმა უწყის“?
გრამატიკული დავალება
ჩაწერეთ ცხრილის პირველ გრაფაში მოცემული ზმნების საწყისი ფორმა.
|
ვაშენებ
|
ავაშენებ
|
ავაშენე
|
ამიშენებია
|
|
ვაბამ
|
დავაბამ
|
დავაბი
|
დამიბამს
|
|
ვკერავ
|
შევკერავ
|
შევკერე
|
შემიკერავს
|
|
ვტეხ
|
გავტეხ
|
გავტეხე
|
გამიტეხია
|
|
ვრეკავ
|
დავრეკავ
|
დავრეკე
|
დამირეკავს
|
აქტივობა III-15 წთ
პრეზენტაცია:
·
პრეზენტატორების მიერ კითხვა-პასუხების ჩამოყალიბება,ჯგუფის
ნამუშევრების გამოფენა
აქტივობები
·
დამატებითი კითხვები-5წთ
-რა რის ნაწარმოები დედააზრი?
-თქვენ
რომელ პერსონაჟს თანაუგრძნობთ ყველაზე მეტად და რატომ?
-არის
თუ არა ,თქვენი აზრით,ბაბუა ბიჭისთვის მისაბაძი პიროვნება და ვინ არის მისაბაბაძი პიროვნება თქვენს ოჯახში ?
·
პრეზენტატორების შეფასება-3 წთ
·
გრამატიკული დავალებების შემოწმება-3წთ
·
გაკვეთილის შეჯამებ-შეფასება-2წთ
·
საშინაო დავალება /წერითი/-2წთ
„ერთი ეპიზოდი ჩემი ოჯახის
ცხოვრებიდან“
Комментариев нет:
Отправить комментарий