среда, 7 мая 2014 г.

“კოდალა”

გაკვეთილის თემა
კოდალა
საგანი/ინტეგრირებული საგნები; მასწავლებლის/მასწავლებლების სახელი გვარი
ქართული :ზაირა ცხადაია,
ბიოლოგია: ქეთევან გაბისონია
სწავლების საფეხური/მოსწავლეთა პროფილი
მე- 9 კლასი; 20 მოსწავლე; კლასში არ არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე

აქტუალობა
დაპირისპირებულების მარადიული ბრძოლა , ავისა და კარგის გარჩევა. ეკოლოგიური პრობლემები რომლის ერთ-ერთი მიზეზი არის თანასაზოგადოებაში არსებული ურთიერთობების არ ცოდნა.
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
ქართ. IX .6  ბიოლ.IX.8; ბიოლ.IX.8.8                           გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ გაიგონ და გააანალიზონ წაკითხული ტექსტი.
     აღწერონ ეკოსისტემაში ორგანიზმების თანაარსებობის ფორმები და იმსჯელონ ორგანიზმების ურთიერთქმედების როლზე ეკოსისტემის სტაბილურობის შენარჩუნებაში.
  აღწერის, დაკვირვების, მონაცემთა ინტერპრეტაციის , ჰიპოტეზის გამოთქმის, პრეზენტაციის უნარ-ჩვევის განვითარება
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
ნაწარმოების მთავარი თემისა და დედააზრის გამოყოფა .კვება, კვებითი ჯაჭვები, ეკოსისტემა.

გაკვეთილის მსვლელობა /საკლასო მენეჯმენტი
AA ფაზა მოლოდინების  განსაზღვრა /გამოწვევა 15  15წთ.
აქტივობა 1. გონებრივი იერიში
გაკვეთილი  იწყება ბიოლოგიის მასწავლებლის მიერ შექმნილი სლაი-შოუს „ურთიერთობანი ორგანიზმებს შორის თანასაზოგადოებაში“ ჩვენებით
(http://slide.ly/view/a5d20f36c70c0775c247572d301ec075)
ამის შემდეგ ბიოლოგის მასწავლებელი სვამს შეკითხვას:

ამის შემდეგ ბიოლოგის მასწავლებელი სვამს შეკითხვას: ჩამოვთვალოთ ორგანიზმთა ურთიერთობი ფორმები რომლებიც  შეგვხვდა სლაიდ შოუში და მოვიყვანოთ შესაბამისი მაგალითი.
  ქართულის მასწავლებელი: თქვენს მიერ დასახელებული რომელიმე ცოცხალი ორგანიზმი  ხომ არ ასოცირდება თქვენთვის  ცნობილ ნაწარმოებთან? მოსწავლეთა პასუხებით ივსება ასოციაციური კავშირების რუკა ბიოტური კავშირები  მხატვრულ ლიტერატურაში.


   B  ფაზა ცოდნის კონსტრუირება/შინაარსის რეალიზება  30წთ.
აქტივობა2.

კლასი იყოფა ოთხ ჯგუფად . თითოეულ მოსწავლეს ურიგდება ვაჟა-ფშაველას მოთხრობა „კოდალა“ და ეძლევთ ინსტრუქციას: ინდივიდუალურად წაიკითხონ მოთხრობა კოდალა, დავალების ეფექტურად შესრულებისთვის  ჯგუფში
 გადანაწილდნენ „მხატვრებად“, „ლიტერატორებად“ და „ბიოლოგებად“ .
 მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებსშევახსენებთ ჯგუფური მუშაობის წესებს.
დავალება : I. შეასრულეთ ნახატი ნაწარმოების მიხედვით;

II. შეავსეთ  ფლიპჩარტზე მოცემული “ამბის პირამიდა”:
1.მთავარი გმირი
2. ორი სიტყვა, რომელიც ახასიათებს მთავარ გმირს
3. სამი სიტყვა, რომელიც აღწერს გარემოებას
4. ოთხი სიტყვა, რომლებითაც აღიწერება პრობლემა(ნაწარმოების მტავარი იდეა)
5. ხუთი სიტყვა , რომელებიც აღწერს პირველ მოვლენას.
6. ექვსი სიტყვა, რომელებიც აღწერს მეორე მოვლებას.
7. შვიდი სიტყვა, რომელებიც აღწერს მესამე  მოვლებას.
8. რვა სიტყვა, რომელიც გამოხატავს პრობლემის შეჯამებას.

III. ნაწარმოების მიხედვით შეავსეთ  სქემა: “ ტყის ეკოსისტემა“:
  1. ეკოსისტემის რომელი კომპონენტები გვხვდება ნაწარმოებში?
  2. „კოდალას“ ტყის ბინადრები გადაანაწილეთ სქემაში:
პროდუცენტი, კონსუმენტი , რედუცენტი.
3. ნაწარმოებში, ეკოსისტემაში ორგანიზმთა თანაარსებობის რომელი ფორმები გვხვდება?
(ტექსტში მონიშნეთ შესაბამისი ადგილები და  მოიყვანეთ ამ თანაარსებობის დამადასტურებელი მაგალითი)
  4.. თქვენი აზრით რატომ დადგნენ „ტყის მცხოვრები ფეხზე“?
4. რა მოხდებოდა თუ კოდალას „ოცნება“ აუხდებოდა?
II გაკვეთილი
C ფაზა გამთლიანება/რეფლექსია 

აქტივობა 1. პრეზენტაცია 35 წთ
მოსწავლეები ახდენენ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციას, სხვა ჯგუფები არიან აქტიური მსმენლები და შეუძლიათ დაუსვან კითხვა პრეზენტატორს დავალებიდან გამომდინარე.


საშინაო დავალება (3 წთ). 
დაწერეთ ესე : ქართული- „ტყის წუხილი“;
 ბიოლოგია: ტყეო, გახმი და გაშავდი!“
მოსწავლეთა თვითშეფასება (3წთ);     მასწავლებლის შეფასება (4წთ)



შეფასება და თვითშეფასება
პრეზენტაცია .კოლეგების შეფასება. მოსწავლეთა თვითშეფასება წინასწარ შედგენილი რუბრუკებით.

სასწავლო რესურსები
ვაჟა-ფშაველას მოთხრობა „კოდალა“, ფერადი ფურცლები, მარკერი, ფლიპჩარტი, კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი.

понедельник, 5 мая 2014 г.

სასწავლო ხასიათის ექსკურსია წალენჯიხაში

დათვალიერების ობიექტები:
1,ლეო ქიაჩელის(შენგელაია)სახლ-მუზეუმი.
2,ტერენტი გრნელის(კვირკველია)სახლ-მუზეუმი
3,წალენჯიხის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმი

ეტაპები
შესასრულებელი საკითხები
მოსწავლეთა რაოდენობა
დრო
I
ჯგუფის დაგეგმვა
15-20
მაისის დასაწყისი
II
მწერალთა შემოქმედების შესწავლა განხილვა
მე-7 კლასი
3-15 მაისი
III
მუზეუმების დათვალიერება
20-25
17.მაისი


воскресенье, 4 мая 2014 г.

თემა-ნოდარ დუმბაძის „სისხლი“-მე-7 კლასი


გაკვეთილის მიზანი:
·        ტექსტზე დაყრდნობით პერსონაჟთა დახასიათების,მწერლის სათქმელის ამოცნობის უნარ-ჩვევების განვითარება.
·        მხატვრული საშუალებებისა და ენობრივი კონსტრუქციების სწორად გადმოცემის უნარ-ჩვევების განვითარება.
აქტივობები:
·        ნასწავლი მასალის შეჯამება /ანალიზი/
·        პრეზენტაცია
·        პრეზენტატორების შეფასება - თვითშეფასება
·        განმსაზღვრელი შეფასება

გაკვეთილის მსვლელობა:
                     აქტივობა I /დრო-5 წთ/
                  მონაწილეობს მთელი კლასი
დავსვამ კითხვებს:
·        რაზე მიგვანიშნებს ავტორის სიტყვა „ფიქრები“,რომელსაც ხშირად იმეორებს ნაწარმოებში?
·        გაიხსენეთ  თქვენთვის საინტერესო ეპიზოდები ნოდარ დუმბაძის ცხოვრებიდან.
              
                  აქტივობა II
ჯგუფური მუშაობა 10 წთ
·        ჯგუფის წევრებს დაურიგდებათ კითხვები,შეაჯამებენ ნასწავლ მასალას;შეასრულებენ გრამატიკულ წერით დავალებებს.
ჯგუფი #1
-როგორ ფიქრობთ,რაიყო ბიჭის სევდის მიზეზი,გადმოეცით მისი შორეული ფიქრები?
-გამოკვეთეთ რას საყვედურობს ბებია შვილიშვილს,რაში არწმუნებს იგი ქიშვარდი ბაბუას?
-იულიას აზრით,რის საფუძველზე შეიძლება გამოსწორებულიყო შვილიშვილი და რას ფიქრობს ცაცხვის ძირში მდგომი ბიჭი?
-რა აწუხებს ყველაზე ძალიან ბაბუას?
ჯგუფი #2
-რას ფიქრობდა ინტაბუეთის გზაზე მიმავალი ბიჭი?
-იგრძნო თუ არა შვილიშვილის ფიქრები ბაბუამ?
-„უნდა მიეჩვიო აწი,ბაბუა,ფიქრს,დროა!“-თქვა მოხუცმა-რაზე მიგვანიშნებს ეს სიტყვები?
-„ბიჭი კვლავ კისერში გრძელთოკჩაბმულ ბოჩოლასავით აედევნა უკან“-რატომ მოყავს შედარების ეს მაგალითი ავტორს?
ჯგუფი #3
-ახსოვდა თუ არა ბიჭის დედა,გადმოეცით მისი ფიქრები:“როგორ დაბერებულა ამ ერთ წელიწადში....“
-რა მიზნით და რა დროში მოაკითხა ბებიამ შვილიშვილს,რა იყო ის დიდი გრძნობა, რისი მიზეზითაც მოინახულებს ბებია ბიჭს?
-რა აწუხებს ყველაზე ძალიან ბაბუას?
ჯგუფი #4
-ავტორი ამბობს:“....ეს არიყო მიღება-ჩაბარების აქტი,ეს იყო ბიჭის გამო ადუღებული ორი სისხლის ჭიდილი და ორი გულის ქვითინი...“
განმარტეთ(გააანალიზეთ)რას ნიშნავს ეს სიტყვები?
-ჩამოაყალიბეთ ბაბუას გადაწყვეტილება
-ვის ნერგს უწოდებს ბებია შვილიშვილს,როგორ გესმით სიტყვა “ნერგო“?
-გადმოეცით ბაბუას განცდა
ჯგუფი #5
-მარტო დარჩენილი მოხუცი ღრმა ფიქრებში იყო.რას ფიქრობდა იგი როცა კარი შემოაღო შვილიშვილმა?
-შუაღამისას შვილიშვილი ბაბუასან დაწვა,კედლისკენ მიბრუნებულ ბაბუას ზურგზე მიეკრო.“რა ცივია საწყალი ბაბუა“-გაიფიქრა შვილიშვილმა,“რა თბილია ეს მამაძაღლი“-გაიფიქრა ბაბუამ?
-ბაბუას აზრით, რამ მოიყვანა შვილიშვილი?
-რატომ ამბობს ავტორი:“მხოლოდ სისხლი ლაპარაკობდა და ფიქრობდა,ხოლო რას ლაპარაკობდა და რას ფიქრობდა სისხლი,ღმერთმა უწყის“?
გრამატიკული დავალება
ჩაწერეთ ცხრილის პირველ გრაფაში მოცემული ზმნების საწყისი ფორმა.

ვაშენებ
ავაშენებ
ავაშენე
ამიშენებია

ვაბამ
დავაბამ
დავაბი

დამიბამს

ვკერავ
შევკერავ
შევკერე
შემიკერავს

ვტეხ
გავტეხ
გავტეხე
გამიტეხია

ვრეკავ
დავრეკავ
დავრეკე
დამირეკავს

                             აქტივობა III-15 წთ

პრეზენტაცია:
·        პრეზენტატორების მიერ კითხვა-პასუხების ჩამოყალიბება,ჯგუფის ნამუშევრების გამოფენა


                         აქტივობები
·        დამატებითი კითხვები-5წთ
-რა რის ნაწარმოები დედააზრი?
-თქვენ რომელ პერსონაჟს თანაუგრძნობთ ყველაზე მეტად და რატომ?
-არის თუ არა ,თქვენი აზრით,ბაბუა ბიჭისთვის მისაბაძი პიროვნება და ვინ არის  მისაბაბაძი პიროვნება თქვენს ოჯახში ?
·        პრეზენტატორების შეფასება-3 წთ
·        გრამატიკული დავალებების შემოწმება-3წთ
·        გაკვეთილის შეჯამებ-შეფასება-2წთ
·        საშინაო დავალება /წერითი/-2წთ
„ერთი ეპიზოდი ჩემი ოჯახის ცხოვრებიდან“