Показаны сообщения с ярлыком გეგმა. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком გეგმა. Показать все сообщения

четверг, 24 апреля 2014 г.

პროექტი-"ტერენტი გრანელი (კვირკველია)-115 " სამოქმედო გეგმა

კლასი
VII
მასწავლებელი
ზაირა ცხადაია
პრობლემის ანალიზი-განსაზღვრა
მოსწავლეები არ იცნობენ პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებას
მიზანი
მოსწავლეებმა შეისწავლონ ტერენტი გრანელის ბიოგრაფია მისი პოეზია,პოეტური ენა;ეპოქა რომელშიც ცხოვრობდა ტერენტი გრანელი
პროექტის ამოცანები
საინფორმაციო მასალების მოძიება,დაგროვება,შესწავლა
განხორციელებელი გზები
კათედრაზე შევიმუშავებთ განსახორციელებელ გეგმას,დავგეგმავთ კვირეულს
სამუშაო გეგმა
კვირეული გეგმა
დროის ტაბულა:
·         სლაიდშუოუს ჩვენება ტერენტი გრანელის შესახებ.
·         ტერენტი გრანელი-115-პოეზიის დღე
·         კედლის გაზეთების პრეზენტაცია
·         ხელნაწერი ჟურნალის პრეზენტაცია
·         საკლასო  დავალება-ესე-ვკითხულობთ ტ.გრანელს
·         ექსკურსია წალენჯიხაში
 რესურსები
სახატავი ფურცლები,ფანქრები,მარკერები,ფერადი ფურცლები.....
შედეგები
კვირეულში გაწერილი გეგმის ყოველი საკითხის შესწავლით მოსწავლეები სიღრმისეულად გაიცნობენ ტერენტი გრანელის პოეზიას,მის პოეტურ ენას,შეექმნებათ მსაგვსი ღონისძიებების ჩატარების მოტივაცია
შეფასება
მოსწავლეებმა შედეგს მიაღწიეს,კვირეულ გეგმაში გათვალისწინებული ყველა საკითხი შესრულდა.

понедельник, 21 апреля 2014 г.

შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე - ნოდარ დუმბაძის "სისხლი"

                                            გ ე გ მ ა

გაკვეთილის მთავარი თემა:
ნოდარ დუმბაძის - მოთხრობა ,,სისხლი’’

საგანი
მასწავლებელი
ქართული
ზაირა ცხადაია
სწავლების საფეხური
პროფილი
მე-7 კლასი
30 მოსწავლე

აქტუალობა
·         ნასწავლი მასალის შეჯამება(ანალიზი)
·         მწერლის სათქმელის ამოცნობა
·         ნაწარმოების სათაურის გაააზრება
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
ქართული-VII.7.9.
·         ტექსტზე დაყრდნობით პერსონაჟთა დახასიათებისა და მწერლის სათქმელის ამოცნობის უნარ-ჩვევების განვითარება.
·         მხატვრული საშუალებებისა და ენობრივი კონსტრუქციების სწორად გადმოცემის უნარ-ჩვევების განვითარება.
·         მოსწავლეები შეძლებენ გაიგონ ნაწარმოების მთავარი დედააზრი,მხატვრული ეფექტი რა საშუალებებითაა მიღწეული.

მოსწავლეთა წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფია,წაკითხული აქვთ მწერლის ნაწარმოები,ასევე მხატვრული საშუალებები.










გაკვეთილის მსვლელობა(საკლასო მენეჯმენტი)
A.   ფაზა -მოლოდინის განსაზღვრა/გამოწვევა-5წთ.
        აქტივობა  1-ლი-გონებრივი იერიში
ვაცნობ შეფასების რუბრიკებს:გაკვეთილის შეჯამება განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა,პრეზენტატორის ხელოვნებსი შეფასება(+-);რუბიკები გაკრულია დაფაზე.
B.   ფაზა- ცოდნის კონსტრუირება/შინაარსის რეალიზება-20წთ.
აქტივობა 2
კლასს ოპერატიულად ვყოფ  5 ჯგუფად; ვიცავ დაკომპლექტების წესებს,ჯგუფის წევრებს დაურიგდებათ კითხვები,შეაჯამებენ ნასწავლ მასალას;შეასრულებენ გრამატიკულ ტესტებს, განვუმარტავ, კაგრად გაიაზრონ კითხვები და დავალებები,ვაძლევ რეკომენდაციას,რომ ჯგუფის ყოველი წევრი ჩაერთოს საქმიანობაში,იმუშაონ შეთანხმებულად,თვითონ აირჩიონ,თუ ვინ წარსდგება პრეზენტაციით კლასის წინაშე.

         C  ფაზა-განმთლიანება /რეფლექსია-15 წთ.
            აქტივობა 3. პრეზენტაცია
            მოსწავლეებს დაფასთან გამოაქვთ თავიანთი              ნამუშევრები,პრეზენტატორები კლასს წარუდგენენ კითხვა-პასუხებს.
           შეჯამება-3წთ(პრეზენტატორების შეფასება)
           
          საშინაო წერითი დავალება-2 წთ“ერთი ეპიზოდი ჩემი ოჯახის ცხოვრებიდან“
       
შეფასება და თვითშეფასება
 პრეზენტცია(ჯგუფის მიხედვით)
სასწავლო რესურსები
ნოდარ დუმბაძის „სისხლი“,სახატავი ფურცლები,ფერადი ფანქრები,მარკერები....